თბილისი. 6 სექტემბერს, ომბუდსმენმა სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) სარჩელზე, რომელიც ეხება სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს ასაკის ნიშნით.
„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სახალხო დამცველმა წარმოადგინა შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენის ტესტი, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, ასევე, ასახა ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკა და განსხვავება ისეთ შემთხვევებს შორის, როდესაც ასეთი მოპყრობა, ერთი მხრივ, გამართლებულია, მეორე მხრივ, კი დისკრიმინაციას წარმოადგენს. სახალხო დამცველმა ასევე წარმოადგინა პოზიტიური ღონისძიებების გამოყენების სტანდარტები," ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge