თბილისი. პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
„საქართველო პირველად იწყებს მიწის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელებას სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით. პროექტის განხორციელების შედეგად მიწის მდგრადი მართვის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებები მოხდება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში