შიდა ქართლი. 8 სექტემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო დისკუსია. შეხვედრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებს ეხებოდა.
„შეხვედრა ორგანიზებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად" ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში