თბილისი. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო „წამების პრევენციის ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში, რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგს მიეძღვნა.
„სიმპოზიუმის მონაწილეებმა საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამუშაო მეთოდოლოგია დადებითად შეაფასეს, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ექსპერტმა, ტიმოთი ჰარდინგმა კი განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი მეთოდოლოგია სრულად შეესაბამება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიდგომებს და სამუშაო მეთოდოლოგიას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge