სამეგრელო. 28 მაისს გაიმართა, ასოციაცია დეასთან არსებული ინტეგრირებული ახალგუზრდული კლუბის პროექტის – „ახალგაზრდობა და თვითმმართველობის" – ფინალური პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგები. ასევე განიხილეს ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების თანამონაწილეობის, ხელისუფლებასთან დიალოგის, ინკლუზიური საზოგადოების პრინციპების, დემოკრატიული ფასეულობების გარშემო ახალგაზრდების შეკავშირების სტიმულირების საკითხები, რომელთა გადაჭრის ხელშეწყობაზეც იყო მიმართული პროექტი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდული გაერთიანებისა და მედიის წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდებოდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.