პოლიტიკის დიალოგით, საჯარო სექტორის მონიტორინგით და ზოგადად, საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესებულ პირებს პროგრამა სთავაზობს თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის ახალ, საინტერესო შესაძლებლობებს - საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავონ ანალიტიკური და პრაქტიკული უნარები. დამატებით, ონლაინ სწავლება ითვალისწინებს სტაჟირების და გრანტების პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებს მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განხორციელონ.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. დამატებითი ინფორმაციის და დეტალების გასაცნობად გელით საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრაზე დასწრების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიდასტუროთ დასწრება.
მისამართი: გორი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, სტალინის #7
რეგიონებში ვიზიტის განრიგი:
13 სექტემბერი, 14:00 - გორი
16 სექტემბერი, 14:00 - თელავი
20 სექტემებრი, 13:00 - ქუთაისი
21 სექტემბერი, 13:00 - ოზურგეთი
22 სექტემბერი, 13:00 - ბათუმი
23 სექტემბერი, 14:00 - ზუგდიდი