გურია. 12 სექტემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ.
„შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად" ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში