თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" უმაღლეს სასწავლებლებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს 35 841 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს.
„მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 75 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ჯამში 35 841 სტუდენტს შეადგენს. ორგანიზაციის მიერ 2014 წლის ანალოგიურ კვლევასთან მიმართებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობა უკიდურესად გაზრდილია. საერთო შეფასებით, წარმოდგენილი მონაცემი ცხადყოფს, რომ 2013 წლიდან 2016 წლის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებიული სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 7 786-ით, რაც პრობლემის არსებობას და მისი გადაჭრის სწრაფ მოქმედებაზე მიუთითებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge