14 სექტემბერს, 11:00 საათზე, უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „სილიკონ ველი თბილისში” მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატურს გამართავს. ჟურნალისტები ადგილზე გაეცნობიან „სილიკონ ველი თბილისის” პროექტებს, სასწავლო გარემოსა და კვლევით ლაბორატორიებს, ასევე საგანამნათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურას.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #82, (სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროს ამოსახვევი)