თბილისი. ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საერთო თემები, განსხვავებული კონტექსტები: მესამე სამყაროს ქალები და ფემინიზმი."
„ტერმინი მესამე სამყარო ხშირად ორი მნიშვნელობით გამოიყენება: არასაკმარისად განვითარებული/ჭარბად ექსპლუატირებული გეოპოლიტიკური ერთეულის, ანუ ქვეყნების, რეგიონებისა და კონტინენტების და ამ გეოგრაფიული არეალებიდან წამოსული იმ ჩაგრული ეთნიკური ჯგუფების აღსანიშნავად, რომლებიც ამჟამად პირველი სამყაროს განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ. მოცემულ ესეში ტერმინს ამ ორმაგი განსაზღვრებით გამოვიყენებ, რადგან მიუხედავად თავიანთი მრავალფეროვნებისა, მესამე სამყაროს ქალებს ქალთა საერთაშორისო მოძრაობასთან მიმართებით ბევრი რამ აერთიანებთ," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge