თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა პროექტ „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში, 7 ქალთა კოოპერატივი დაარსა შიდა ქართლსა და სამეგრელოში.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია და მისი მიზანია, მოხდეს სახელმწიფოს ეროვნული სამოქმედო გეგმის, გაეროს #1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის პროცესის, ასევე სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინაციის მონიტორინგი, ამაღლდეს ცნობიერება ქალთა როლის შესახებ კონფლიქტის პრევენციის პროცესში...,"ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში