თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოხის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
„EMC სასამართლოს საქმის გარშემო არსებულ ვრცელ პოლიტიკურ კონტექსტში შეფასებას სთხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პრევენციულ ფუნქციას შეასრულებს არადომინანტი რელიგიური ჯგუფების რელიგიური და სხვა უფლებების დაცვისთვის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge