en
ge

საინიციატივო ჯგუფის შექმნას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

სამეგრელო.ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 23 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციის „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაციები და აფხაზეთიდან დევნილები შეიკრიბნენ. შეხვედრა დევნილთა საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზნით გაიმართა. შეხვედრაზე მივიდნენ პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, რასაც ხმაური მოჰყვა, რადგან ჯგუფის შექმნას აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის ცენტრის" იურისტი რუსუდან პაჭკორია დაინტერესდა, თუ რისთვის იქმნება დევნილთა საინიციატივო ჯგუფი და რა ფუნქციები ექნება მას. მისი თქმით, „იმისათვის, რომ ასეთი ხმაური და გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ უნდა ვიცოდეთ, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ამ ჯგუფს". თავის მხრივ,
არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანია დაიწყოს საუბარი საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე, ჯგუფის წესდება ჯერ შექმნილი არ არის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)