ქვემო ქართლი. EWMI ACCESS-ის ორგანიზებით, ღია შეხვედრები გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოფლის მოსახლეობას შორის.
„ორგანიზაციებმა მოსახლეობას საკუთარი საქმიანობა გააცნეს და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ. საუბარი ეხებოდა იმ საკითებს, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს და მათ ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაინიშნეს ძირითადი საკითხები და მოსახლეობას დახმარებას დაპირდნენ (სამართლებრივი კონსულტაციის, მთავრობასთნ შუამდგომლობის და სხვა გზებით)," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში