en
ge

„ჩემ თავზე საუბარი“

შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკმა" პროექტის – „ჩემს თავზე საუბარი" – შედეგების პრეზენტაცია გამართა. მოეწყო პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა და ფილმების ჩვენება.
პროექტში, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა ჩართულნი იყვნენ ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ჩეჩენი მოზარდები. პროექტი მიზნად ისახავდა მედია კლუბების ჩამოყალიბებას, რომლის წევრებიც შეძლებდნენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას, დებატების და დისკუსიების გამართვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და პუბლიკაციების მომზადებას მედიასაშუალებებისთვის.
პროექტის ფარგლებში ჟურნალისტიკის სტუდიის სხვადსხვა ტრენინგ–კურსი გაირა 100–მდე მოზარდმა, რომლებმაც შეისწავლეს საგაზეთო ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფია და მცირეფორმატიანი ფილმების წარმოება. მოეწყო 2 საზაფხულო მედიაბანაკი დაბა ურეკში, რომელშიც ჩართული იყო 80–მდე მოზარდი. გაიმართა 3 ფოტოგამოფენა. პროექტი 2 წლის მანძილზე – 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე ხორციელდებოდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)