თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო ახალ, ფემინისტურ ვებ-საიტზე აქვეყნებს თეო ხატიაშვილის ბლოგპოსტს: „მე ვარ ქალი, მაშასადამე ვარ ფემინისტი."
„ყველაზე ადრეული ტრავმა, როგორც ქალმა, ალბათ, სწორედ მაშინ მივიღე. "თუ მსახიობი გახდები, არ გექნება ნორმალური ოჯახი” - ერთხმად მირჩევდა ყველა, ვინც კი თავს ვალდებულად თვლიდა, ჩემი მომავალი განესაზღვრა. ამ სიტყვების უკან კი პირდაპირ თუ ირიბად იკითხებოდა - „შეგელახება მორალური რეპუტაცია". ამ შემთხვევაში აღარავის აინტერესებდა ჩემი „კაცივით ტვინი", პრიორიტეტი ოჯახის შექმნა და ქალისთვის შესაფერისი უმწიკვლო რეპუტაცია იყო," ნათქვამია ბლოგპოსტზე.
წყარო: www.feminism-boell.org