თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" „ეროვნული ფორუმის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ საარჩევნო კამპანიას ეხმაურება.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა „ეროვნული ფორუმის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ ხარჩილავას „ახალგაზრდული ფრთის” განცხადება, რომლითაც პარტია იწვევს 17-დან 30 წლამდე ფოთელ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში (ექსკურსია, კარაოკე, ფოტოსესია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.
მივმართავთ საქართველოს აუდიტის სამსახურსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge