თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი პროექტ „იკითხე პოლიტიკას" ფარგლებში ანა ილურიძის სტატიას აქვეყნებს: „კითხვა, როგორც ბრძოლის ველის განვრცობა".
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე თვეზე ნაკლები რჩება და ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დარეგისტრირებული რამდენიმე ათეული პოლიტიკური ძალიდან ოფიციალური სამოქმედო გეგმა, საარჩევნო პროგრამა, მხოლოდ რამდენიმემ წარმოადგინა. ამ პარტიებიდან ზოგიერთი ახლადშექმნილ კოალიციას შეუერთდა და ის, რაც პროგრამაში წერია, შესაძლოა ცვლილებებსაც დაექვემდებაროს," ნათქვამია სტატიაში.
წყარო: www.feminism-boell.org