სამეგრელო. 21 სექტემბერს, ომბუდსმენმა სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე სპეციალური ანგარიში წარადგინა.
„ხურჩა ერთადერთი ენგურს გაღმა სოფელია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლდება. ქართული პოლიციის პუნქტი სოფლის დასაწყისშია განლაგებული და ეს გარემოება მოსახლეობისათვის უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. ამის ნათელი მაგალითი ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 2016 წლის 19 მაისს 22 წლის გ.ო.-ს მკვლელობის ფაქტია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული საქმე მხარეთა თანამშრომლობით სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული, რაც გააძლიერებს ადგილობრივების უსაფრთხოების განცდას და მხარეთა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის," ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge