თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევა შესაბამისობაში იყო არჩევნების გამჭვირვალობასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.
„ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა თავისუფალ გარემოში. ადგილი არ ჰქონია ხარვეზებს, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე და ნების თავისუფალ გამოვლენაზე შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ ეფექტურად იმუშავა უნივერსიტეტის საარჩევნო ადმინისტრაციამაც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge