თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2016 წლის არჩევნებზე საინფორმაციო ბიულეტენს აქვეყნებს.
„საიასათვის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირის პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მისი დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.gyla.ge