თბილისი. კამპანია „ეს შენ გეხება" ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული. აქვე მოვუწოდებთ უსაფრთხოების სამსახურს მიზნობრივად გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს სათანადო კანონიერი ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის, რაც არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge