თბილისი. 27 სექტემბერს, გაიხსნა პროექტი „ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება - საინფორმაციო ომის საპასუხოდ".
პროექტის მონაწილე ექსპერტები პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის როლზე იმსჯელებენ.
„საქართველოში გააქტიურებულ ანტიდასავლურ კამპანიას ჩვენ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას ვუპირისპირებთ. იმისთვის, რომ ადამიანებმა მითების რეალობისგან გარჩევა შეძლონ, აუცილებელია ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი ცენტრი," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში