en
ge

მობილური აპლიკაციები სურსათის უვნებლობის ინსპექტირებაზე

თბილისი. ევროპის ფონდმა შეიმუშავა მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები გაეცნობიან თბილისის საწარმოებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს. „მობილური აპლიკაცია მოქალაქეებისათვის ყველაზე იოლ და ადვილად გამოსაყენებელ საშუალებას ქმნის საქართველოში მიიღონ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინსპექტირების შესახებ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოძებნოს მისთვის საინტერესო სასურსათო საწარმო იურიდიული სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის, ადგილმდებარეობის (თბილისის რაიონები) ანდა საქმიანობის ტიპის მიხედვით და ნახოს რამდენი შეუსაბამობა დააფიქსირა (ან თუ საერთოდ დააფიქსირა) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს-ი) მოცემულ საწარმოში და თუ არის რომელიმე შეუსაბამობა კრიტიკული მნიშვნელობის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.epfound.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)