en
ge

საქართველოს კონსტიტუციის 20 წელი

თბილისი. 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 20 წელი გავიდა. ორი დეკადის განმავლობაში, კონსტიტუციური ტრანსფორმაციებისა და რეფორმების კვალდაკვალ, საქართველოს კონსტიტუცია მუდმივი დებატის საკითხია. ამ განხილვებისას, შედარებით ნაკლები დრო ეთმობა  უფრო ფართო პოლიტიკური, სოციალური თუ ისტორიული კონტექსტის ანალიზს. ეს კრებული კონსტიტუციის ტექსტს ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში აცნობს მკითხველს, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის საქართველოს კონსტიტუციის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე მსჯელობისთვის.
2016 წელის 28 სექტემბერს, ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ" საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის ამსახველი კრებული გამოაქვეყნა.  პუბლიკაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერის სტატიას საქართველოს კონსტიტუციის ტექსტისა და კონსტიტუციური წესრიგის შესახებ.
ღონისძიებაზე პუბლიკაციის შინაარსზე, განვლილ გზასა და გამოწვევებზე ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრეს. პრეზენტაციას ესწერებოდნენ კრებულის რედაქტორები, სტატიის ავტორები, კონსტიტუციონალისტები, აღმასრულებელი, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წაიკითხეთ ონლაინ ან ჩამოტვირთეთ პუბლიკაცია…
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)