სამცხე-ჯავახეთი. 29 სექტემბერს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით გაიმართა სემინარი არჩევნებში ქალთა და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობის თემატიკაზე.
„სემინარში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდა თაობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის ქალებმა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, კენჭისყრის პროცედურებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში