თბილისი. 3 ოქტომბერის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" წარადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს, რომელიც მაუწყებელზე არსებულ სამუშაო გარემოს მიმოიხილავს.
„არსებული გამოწვევების ფონზე, მაუწყებელში გაზრდილია ჟურნალისტური თავისუფლების ხარისხი. ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ 2012 წლამდე პერიოდისგან განსხვავებით, გარეშე პირების მხრიდან მათ საქმიანობაში ჩარევა არ ხდება.
თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კვლავ პრობლემად რჩება ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის. თანამშრომლებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების შესახებ; მათ შორის, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge