ქვემო ქართლი. 3 ოქტომბერს „სიდას" ოფისში დონორ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.
„ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დონორებს დაფინანსებული პროექტების ძირითადი მიღწევები და გამოწვევები გააცნეს. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და რეგიონულ დაგეგმარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა - II ეტაპი" ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 7 არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში