en
ge

ახალგაზრდული აქცია – „ჩემი უფლებები, ჩემი ხმა“

სამეგრელო. 1 ივნისს ზუგდიდში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მინი საფეხბურთო მოედანზე მოეწყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდული აქცია – სპორტულ- გასართობი შეჯიბრი მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯგუფებს შორის.
 აქცია ორგანიზებულია ასოციაცია - დეას მიერ პროექტის "ჩემი უფლებები, ჩემი ხმის" ფარგლებში. პროექტის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანდაცვის უფლებებთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკაში, პრაქტიკასა და მიდგომებში მდგრადი ცვლილებების შეტანის გზით.
პროექტი ხორციელდება შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. მას ახორციელებს ოქსფამ დიდი ბრიტანეთის საქართველოს წარმომადგენლობა, პროექტში მისი პარტნიორი ორგანიზაციები არიან : ასოციაცია დეა (სამეგრელო ზემო-სვანეთი), ველფეარ ფაუნდეიშენი (შიდა ქართლი), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)