თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურა კანონის მოთხოვნების შესაბამისად უნდა წარიმართოს".
„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია თითოეულ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული ვადა მათ კოლეგებთან კომუნიკაციისთვის და მოლაპარაკებისთვის. ამის შემდგომ კი გადაწყვიტოს თავისი ან სხვა მისი კოლეგის კანდიდატურის წარდგენა სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის დაჩქარება საზოგადოებაში არ ქმნიდეს ამ პროცესის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულობის შთაბეჭდილებას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge