თბილისი. გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა თბილისის ტრეფიკინგის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფრების მონიტორინგი განახორციელა.
„მონიტორინგის პირველადი შედეგები ცხადყოფს, რომ თავშესაფარში კეთილსაიმედო გარემოა შექმნილი როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის. მომსახურების მიმღები პირები პოზიტიურად აფასებენ მიწოდებულ სერვისსა და მათდამი მოპყრობას, თუმცა გამოვლინდა რიგი საკითხებისა, რაც საჭიროებს სერვისის დახვეწას", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge