თბილისი. სახალხო დამცველი ეხმიანება ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარ ინციდენტებს.
„განვლილ პერიოდში, ზუგდიდში, კორცხელსა და დიდინეძში მომხდარ ინციდენტებზე არაეფექტური რეაგირება შესაძლოა ასევე იყოს ერთ–ერთი განმაპირობებელი მიზეზი ძალადობრივი აქტების იმ ტალღისა, რომელსაც მიმდინარე ღამის განმავლობაში აქვს ადგილი. მსგავსი ინფორმაცია ჩრდილს აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესს. სამომავლო, უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, თუ სამართალდამცავი სისტემა მოახერხებს დასაწყისშივე განმუხტოს დაძაბულობის კერები და ადეკვატური და უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს უკვე მომხდარ ფაქტებზე", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge