en
ge

გოგონათა საერთაშორისო დღე

თბილისი. 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას.
„სამწუხაროდ, კვლავ გავრცელებულია ნიშნობებისა და ქორწინების იძულების შემთხვევები. მთავარ გამოწვევას კი, საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ასევე, მნიშნელოვანია, გამოსწორდეს სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება.
ამასთან, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, როდესაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო უპირატესობა ვაჟს ენიჭება, ამის შედეგად ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სახალხო დამცველი მოუწოდეს სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას გენდერული უთანასწორობის დასაძლევად.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023