en
ge

13 ივნისის სტიქია ერთი წლის შემდეგ...

თბილისი. კონსტიტუციის 42-ე მუხლი 13 ივნისის სტიქიის პრობლემებზე ბლოგპოსტს აქვეყნებს.
„... 1 წელზე მეტი დრო გავიდა სტიქიიდან, ბევრი გაკეთდა, თუმცა მოუგვარებელი პრობლემების რაოდენობა კვლავ დიდია.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აკვირდებოდა მობილიზებული თანხების ხარჯვასა და ჩასატარებელი სამუშაოების მიმდინარეობას. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რიგი პრობლემები, რომლის მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოვყოფთ საკანონმდებლო ბაზის ხარვეზს. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისთვის სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად, როგორც ტექნიკურად, ასევე საკანონმდებლო კუთხით. ამიტომ მოუწიათ სტიქიის შემდეგ სპეციალური დადგენილებების მიღება და სამოქმედო გეგმის დასახვა. კრიზისული სიტუაციების მართვისთვის სახელმწიფო მზად არ იყო, ამიტომაც იქნა დაშვებული ბევრი შეცდომა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)