თბილისი. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს: „ხელისუფლების კომპრომისები ბავშვთა ძალადობის მიმართ".
„სხეულებრივი დასჯა დღეს-დღეობით საქართველოში ბავშვთა ბავშვთა აღზრდის და დისციპლინის სწავლების ბუნებრივ ნაწილად ითვლება. ზრდასრულები მას მიიჩნევენ აღზრდის ტრადიციულ მეთოდად, ვინაიდან სახელმწიფოს არცერთი უწყება არ უზრუნველყოფს ბავშვთა პოზიტიური აღზრდის მეთოდების სწავლებას. ბავშვების წარმორტყმა, ხელისკვრა, შეჯანჯღარება, იძულებითი კვება და დასჯის სხვა ფორმები, დანაშაულად არ განიხილება, შესაბამისად არც შედეგების რეაბილიტაცია ხდება. შედეგები აისახება ბავშვების, როგორც ადამიანის უფლებების სუბიექტების უგულვებელყოფასა და საზოგადოებაში ძალადობის კვლავწარმოებაში", ნათქვამია პოლიტიკის დოკუმენტში.
წყარო: www.osgf.ge