თბილისი. ომბუდსმენი ტრანსგენდერი ქალისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: ombudsman.ge