თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„...მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საჯარო განცხადებებითა და სისტემური პოლიტიკის გატარების გზით პოლიტიკურ დონეზე ასევე აჩვენოს მისი მყარი პოზიცია, რომ სახელმწიფო არ იქნება ლოიალური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ და თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ სამართალდარღვევებს სრული სიმკაცრით ებრძვის. სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ამგვარი დანაშაულების სიმბოლური მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ ნეგატიური სოციალური ეფექტი არა მხოლოდ ინდივიდუალურ მსხვერპლ(ებ)ს არამედ, მთელს თემს ადგება და თემის წევრებში შიშის, დაუცველობის განცდებსა და სასოწარკვეთას წარმოშობს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.osgf.ge