en
ge

ღია შეხვედრები „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში

აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი პროექტი - „მართე შენი ქალაქის" ფარგლებში იწყებს ბათუმის 13 ტერიტორიულ უბანში ღია შეხვედრების - „შენი ხმა საბჭოში" ჩატარებას. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები შეხვდებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ერთად გამოავლენენ ინიციატივებს რომელიც სურთ რომ განახორციელონ თავიანთ უბნებში. ბოლოს 13 უბნიდან შერჩეული ინიციატივები წარედგინება ბათუმის მუნიციპალიტეტს და მათთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს განსახილველად. კამპანია „შენი ხმა საბჭოში" პირველი შეხვედრა გაიმართება - 18 ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში(ზვიად გამსახურდიას ქ.#6). შემოგვიერთდით და მიიღე მონაწილეობა ქალაქის მართვაში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის ( EWME ) accesses პროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)