en
ge

„შენი ხმა საბჭოში“

აჭარა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი იწყებს კამპანიას „შენი ხმა საბჭოში". ამ კამპანიის ფარგლებში ბათუმის 13 უბანში ჩატარდება ღია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრებზე მოქალაქეები და ორგანიზატორები გამოავლენენ იმ პროექტებს, რომლებიც სურთ რომ თავიანთ უბანში განხორციელდეს. პროექტის ორგანიზატორები შემდეგ ცამეტივე უბნიდან შერჩეულ ინიციატივებს წარუდგენენ ბათუმის მუნიციპალიტეტს და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს განსახილველად. შეხვედრებს ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში დატრენინგებული ახალგაზრდები.
იხილეთ კამპანიის ფეისიბუქ გვერდი, სადაც მოცემულია შეხვედრების კალენდარი და სხვა დამატებითი მასალა. კამპანია ხორციელდება EWMI ACCESS-ის ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)