შიდა
ქართლი. 28 იანვარს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პროექტის - სამოქალაქო
საზოგადოების რეგიონული ქსელი. შეხვედრას ესწრებოდნენ ქსელის წევრი საზოგადოებრივი
ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის და მედიის წარმომადგენლები.
თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს საშუალება ჰქონდა
ესაუბრა რეგიონში არსებულ პრობლემებზე იმ სფეროებიდან, რომლებიც მათი ორგანიზაციების
ინტერესის საგანია. კერძოდ, მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში, დევნილთა საკითხები, სოფლის
მეურნეობა, ახალგაზრდების პრობლემები და ა.შ.
ორგანიზაცია გეგმავს კვლევის ჩატარებას, რომელიც რეგიონში
და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და მიმდინარე პროცესებში მოსახლეობის ინფორმირებულობის
ხარისხის შესწავლას. შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარადგინეს კვლევისათვის განკუთვნილი
ანკეტა.