en
ge

ინკლუზიური ტურიზმის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია

აჭარა. 17 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" ინკლუზიური ტურიზმის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემა „ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის" იყო. კონფერენციას ქ. ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ინკლუზიური ტურიზმის, ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში მის დასანერგად საჭირო რესურსებზე მსჯელობა. ღონისძიებაზე განიხილეს ინკლუზიური ტურიზმის ევროპული სტანდარტები და სტრატეგიული დოკუმენტები. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ინკლუზიური ტურიზმის წარმატებული შემთხვევები და მეთოდოლოგიები. კონფერენცია ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის, ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსა" და ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის „ენატი" ორგანიზებით განხორციელდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)