იმერეთი. ქუთაისში სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის პროექტის შესახებ საზოგადოებრივი კონსულტაცია მიმდინარეობს.
„საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების, ბიზნეს სექტორის, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და ფერმერები.
საკონსულტაციო შეხვედრა ორგანიზებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (სიდა) თანამშრომლობით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში