en
ge

ღია შეხვედრა ბაგრატიონის საზოგადოებრივ დარბაზში

აჭარა. 19 ოქტომბერს, შეხვედრა „შენი ხმა საბჭოში" ბათუმის ბაგრატიონის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან გაიმართა. პროექტ „მართე შენი ქალაქის" ახალგაზრდა მონაწილეებმა უბანში ბოლო პერიოდში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები გამოავლინეს და ტერიტორიული ერთეულის განვითარების მიზნით ადგილობრივების ინიციატივები გამოკვეთეს. შეხვედრის ღია ფორმატი უბნის ყველა მაცხოვრებელს აძლევდა დასწრების შესაძლებლობას. საზოგადოებრივი დარბაზის წევრმა ახალგაზრდებმა ბათუმის მერის წარმომადგენელთან ერთად მუნიციპალური კინოთეატრის დაფუძნების ინიციატივას დაუჭირეს მხარი. აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის ცამეტივე უბანში გაიმართება, რომლის საფუძველზეც ბათუმის მუნიციპალიტეტს და მასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს ახალგაზრდების მიერ შემუშავებული 13 ინიციატივა წარედგინება. პროექტი „მართე შენი ქალაქი" ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის (EWMI Access)პროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)