თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „რა შეიცვალა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში".
„სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ნარკოტესტირების პრაქტიკა, არათუ რომელიმე ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი სიკეთის დაცვისკენაა მიმართული არამედ პირიქით აღნიშნული მექანიზმი იწვევს ათიათასობით ადამიანის სტიგმატიზაციას ან უკვე არსებული სტიგმის გაძლიერებას. კითხვარებიდან გამოჩნდა, რომ რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა იყო წარსულში ნასამართლევი ან ადმინისტრაციულ სახდელდადებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. შესაბამისად, მათი შემოწმებაზე გადაყვანის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველიც სწორედ წარსული კანონთან კონფლიქტია. პოლიციის ამგვარი მიდგომა კი ერთხელ უკვე სასჯელ თუ სახდელმოხდილი პირის მიმართ გამორიცხავს მის რესოციალიზაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვას", ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: emc.org.ge