სამცხე–ჯავახეთი.28 იანვარს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო
სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლები ახალციხის მაჟორიტარ
დეპუტატს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მაჟორიტარი
დეპუტატის სამოქმედო გეგმა, მისი დამოკიდებულება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან
დაკავშირებით, ისაუბრეს ადგილობრივ პრობლემებზე
და მოსახლეობის მოლოდინებზე.
შეხვედრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პირველი კითხვა საკონსტიტუციო ცვილებების შესახებ დაისვა, ასევე
საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროს, სოფლის მეურნეობას, საგარეო პოლიტიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
შეხვედრა დეპუტატთან დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით
გაიმართა.