თბილისი. ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი აქვეყნებს მარიამ თებელაშვილის ბლოგპოსტს: „„რაც მშობლებს უნდათ".
„ხშირ შემთხვევაში ქართველი მშობლები ვერ ხვდებიან (ან არ ხვდებიან) რამდენად მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის ისწავლონ ის, რაც უყვართ. ცხადია, მშობლებს შვილებისთვის საუკეთესო უნდათ, მაგრამ ხშირად ისინი იწყებენ მათი ყოფით ცხოვრებას და საბოლოოდ ამას არც თუ ისე სახარბიელო შედეგები მოაქვს. მშობლები ვერ ხვდებიან რამდენ დიდი შეცდომაა, როცა ასე უხეშად ერევიან შვილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების პროცესში", ნათქვამია ლიბცენტრის ვებ-გვერდზე.
წყარო: libcenter.ge