აჭარა. სემინარი მასწავლებლებისთვის „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" დასრულდა.
„აჭარის რეგიონის პედაგოგებმა თბილისელ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს წვლილის შესახებ, ასევე, გაეცნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებს", ნათქვამია ორგანზიაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში