თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების: დიანა ფარქოსაძის, ტარიელ ტაბატაძისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დროულად განიხილავს მოსამართლეების დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე წარდგენილ საჩივარს და დეტალური ყურადღება დაეთმობა საჩივარში მოყვანილ ფაქტებსა და გარემოებებს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: barristers.ge