თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) საქართველოში არსებული საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდების მიზნით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
„პროექტის მეორე დღეს, სასტუმრო რუმსში გამართული სემინარის ფარგლებში მონაწილეები მომსახურების დიზაინის პრინციპებს, მეთოდებსა და მექანიზმებს ეცნობიან. ასევე მსჯელობენ მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებზე.
სემინარზე ასევე განიხილება ქართულ-ესტონური ერთობლივი პროექტის შედეგები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში