თბილისი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალ „ტაბულას" მთავარ რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო.
„...არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე დავას ორგანიზაციის ბიოგრაფიისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა შეუძლებელია არ დაეთანხმოს სააპელაციო საჩივრით წარდგენილ არგუმენტაციას და მტკიცებულებათა ერთობლიობას”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge